დომენის კონფიგურაციაში NS ჩანაწერების გარდა არსებობს სერვერის DNS ჩანაწერების მართვის შესაძლებლობა სერვერიდან, კერძოდ, ჰოსტინგის cPanel-ში - Edit Zone განყოფილებიდან. აქ შესაძლებელია ბევრად მეტი ტიპის ჩანაწერების მართვა: A Record, AAAA … , CNAME … , MX … , TXT … , NS … , SOA … , SRV … , PTR … ამ ჩანაწერებით შესაძლებელია მსოფლიოში არსებული პროგრამული სერვისების (კონსტრუქტორზე შექმნილი საიტების და სხვა) მიბმა თქვენს დომენზე, ასევე დომენის ვერიფიკაცია და სხვა. აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებისთვის თქვენ უნდა შეიძინოთ ჩვენი ჰოსტინგის (საზიარო ვებ ჰისტინგი) ნებისმიერი პაკეტის შეძენა და მისი cPanel-დან აღნიშნული ჩანაწერების წარმოება. ჰოსტინგის პაკეტის შეძენა დამატებით შესაძლებლობას გაძლევთ ასევე შექმნათ თქვენი დომენის შესაბამისი კორპორატიული ელ-ფოსტები და გამოიყენთ ისინი, მაგ: name...@mydomain.ge.
თუ მომხმარებელს არ სჭირდება საკუთარი დომენის ელ-ფოსტების შექმნა, მაშინ ჩვენ ცალკე გვაქვს სხვა სერვისი DNS ჩანაწერები, რომელიც ვებ ჰოსტინგის შეძენას არ ითხოვს და ამით შედარებით იაფი ვარიანტია.